"მილანის" პრეზიდენტი პაოლო სკარონი გაქურდეს.
სკარონი ავტომობილით ქალაქში გაჩერდა, ამ დროს უცნობმა უკანა კარი გააღო, დიპლომატი აიღო და გაიქცა.
სკარონი შეეცადა გამოკიდებოდა, მაგრამ გზაზე ქალი გადაეღობა, რომელიც შესაძლოა ქურდთან ერთად მოქმედებდა.
მოგვიანებით დიპლომატი იპოვნეს. მასში პაოლოს დოკუმენტები და პირადი ნივთები ხელუხლებელი იყო, ფული კი რა თქმა უნდა, ქურდმა წაიღო.