ესპანეთში ჟერარდ პიკესა და შაკირას სახლი გაქურდეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველ ჟერარდ პიკესა და მისი მეუღლის, შაკირას სახლი ესპანეთში გაქურდეს.

ქურდებმა ესპლუგეს-დე-ლიობრეგატში მდებარე სახლიდან ძვირფასეულობა, საათები და სამკაულები წაიღეს. არავინ დაშავებულა და სახლისთვის ზიანი არ მიუყენებიათ.

პიკეს მშობლებმა პოლიციაში განაცხადეს, რომელმაც გამოძიება დაიწყო.

საბედნიეროდ, სახლში არავინ იმყოფებოდა. პიკე ესპანეთის ნაკრებში იმყოფება ხოლო შაკირა გერმანიაშია ტურნეზე.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენებურების ნაჩალიჩარი ხომ არ იყო?
ალეკო
16:38 06-06-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული