სერია A. XVI ტური: "ნაპოლიმ" "კალიარი" 90+1-ე წუთზე მილიკის გოლით დაამარცხა

AutoSharing Option
16 დეკემბერს, სერია A -ს მე-16 ტურში "ნაპოლიმ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "კალიარი".

გოლი კომპენსირებულ დროში პოლონელმა თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა საჯარიმოდან გაიტანა.

"ნაპოლი" 38 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "იუვენტუსს" 8 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევარს, "ინტერს" კი 6 ქულით უსწრებს.

კალიარი: კრანიო, პისკანე (ჩიგარინი 86), რომანია (ანდრეოლი 80), კლავანი, პადოინი, ფარაგო, ბრადარიჩი, იონიცე, ბარელა, პედრო, ფარიასი (საუ 69)

ნაპოლი: ოსპინა, მალიუკი (კალეხონი 81), მაკსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი, უნასი (ინსინიე 71), ალანი, დიავარა (მერტენსი 62), ზელინსკი, ფაბიანი, მილიკი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული