როგორც football-italia.net-ი იტყობინება 30 წლის ფეხბურთელს ყოფილ გუნდში - "რომაში" დაბრუნება სურს და ამისთვის მისი მეგობრის და კლუბის ლეგენდის ფრანჩესკო ტოტის დახმარების იმედი აქვს.
იტალიური გამოცემის მტკიცებით, მათ აუდიოჩანაწერი მოიპოვეს, სადაც რაჯა ნაინგოლანი მისი პრობლემების შესახებ საუბრობს.
"რა საშინელებაა..."რომაში" დაბრუნება მინდა. ყველას ჰგონია, რომ ჩემი ამბავი დამთავრდა, მაგრამ მე ხომ მოედანზე ჩემს დონეს ყოველთვის ვაჩვენებდი, მიუხედავად იმისა, რომ ხმას არასდროს ვიღებდი. მე ტოტის მეგობარი ვარ, იქნებ დამეხმაროს და "რომაში" დამაბრუნოს,
ბელგიელი ნახევარმცველი მილანურ კლუბში მიმდინარე სეზონის წინ გადაბარგდა და სერია A-ში 11 მატჩი ჩაატარა.
რაჯა ნაინგოლანმა უდისციპლინო ქცევების გამო ვერც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, ის ნაკრებიდან მთავარმა მწვრთნელმა მოკვეთა.
რაჯა ნაინგოლანი: შემიძლია მშვიდად დავლიო და მოვწიო, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ
ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისასთვის რაჯა ნაინგოლანი 1 600 ევროთი დააჯარიმეს