Sport Mediaset-ის გავრცელებული ინფორმაციით იტალიელ სპეციალისტს რამდენიმე დღის წინ სიტუაციის გამოსასწორებლად სამი მატჩი მისცეს, რომელთაგანაც ორი "მილანმა" უკვე გამართა. "ფიორენტინასთან" დამარცხდა (0:1), "ფროზინონესთან" კი ფრე ითამაშა, განვლილ ორ შეხვედრაში "როსონერიმ" გოლის გატანაც კი ვერ მოახერხა.
აღნიშნული სამი მატჩიდან ერთია დარჩენილი და მას "მილანი" "სპალთან" 29 დეკემბერს გამართავს. სავარაუდოდ, ეს შეხვედრა გატუზოს მილანურ კარიერაში ბოლო იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, "მილანის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატები რობერტო დონადონი და არსენ ვენგერი არიან.
ჯენარო გატუზოს ულტიმატუმი წაუყენეს
France Football: მალე გატუზოს ნაცვლად "მილანის" მწვრთნელი ვენგერი გახდება