ამის თაობაზე "მილანის" ხელმძვანელობა უკვე მსჯელობს.
მილანელებმა გასვლაზე ვერ მოუგეს აუტსაიდერ "ფროზინონეს" და არბიტრს ჯანლუიჯი დონარუმას კარში გატანილი გოლი რომ არ გაეუქმებინა, სულაც წააგებდნენ. "მილანი" დაღუპა არგენტინელმა გონსალო იგუაინმა, ვინც არაერთი შანსი გაატანა ქარს. მათ შორის გამორჩეული მომენტი სულ ბოლოს იყოს.
"გემის კაპიტანი ყოველთვის პასუხისმგებელია იმაზე, თუ რა ხდება გემზე.
ამდენად, მე ვიღებ პასუხისმგებლობას", - თქვა გატუზომ, რომელსაც, ამბობენ, მალე ანტონიო
"იუვენტუსმა" მალევე მიიღო ფორა "ატალანტასთან" შეხვედრაში ჯიმშიტის ავტოგოლით, მაგრამ ბერგამოელებმა ორი მწარე ალიყური აგემეს მეტოქეს, კერძოდ, დუვან საპატასგან. ამას ბენტანკურის გაძევება დაემატა, მაგრამ ამ პირობებშიც კი ათკაციანი "იუვე" გაშმაგდა და მაინც არ წააგო.
კრიშტიანო რონალდოს, წესით, ბოლომდე უნდა დაესვენა, მაგრამ გუნდს რომ დასჭირდა, მინდორზე შევიდა და მარიო მანჯუკიჩის დახმარებით ანგარიშიც გაათანაბრა.
მასიმილიანო ალეგრიმ თამაშის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გააკრიტიკა, ვინც ამასწინათ თქვა, "იუვენტუსს" მსაჯები ეხმარებიანო.
"კარგად ჩანს, როგორ გვეხმარებიან მსაჯები. ბოდიში მეოთხე არბიტრს! მე არასწორად მოვიქეცი. როცა ვიგებთ, არავინ არაფერს ამბობს. როცა ფრედ ვთამაშობთ, ან ვაგებთ, მაშინ ლაპარაკი მეტია", - აღნიშნა ალეგრიმ.
"რომამ" ულაპარაკოდ მოუგო "სასუოლოს". "ჯალოროსიმ" 3 გოლი ხომ გაიტანა და, კიდევ არაერთი მომენტი გააფუჭრა. ვნახოთ, იქნება თუ არა ეს აღმავლობის დასაწყისი. ასეთი მოგება ადრეც ყოფილა, მაგრამ...
ტურის დასკვნით დაპირისპირებაში "ინტერმა" ტრადიციულად ბოლო წამებზე გადაწყვიტა თამაშის ბედი. გოლი შეცვლაზე შესულმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა ბალდე კეიტას ჩაწოდებისა და მაურო იკარდის მიერ ბურთის ჭკვიანურად გატარების შემდეგ.
"ნაპოლი", რომელსაც გუშინ ორი ფეხბურთელი გაუძევეს და მარეკ ჰამშიკიც დაუშავდა, უკვე 9 ქულით ჩამორჩება "იუვენტუსს", რაც სკუდეტოსთვის ბრძოლას უკვე უინტერესოს ხდის. თუმცა "ბრძოლა" ისე, სიტყვის მასალად, თორემ რაც იქნებოდა, ყველამ ვიცოდით.
გაძევების მომენტი
სერია A. XVIII ტური
ფროზინონე-მილანი 0:0
მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია (74. კონტი), მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი - კესი, ბაკაიოკო, ჩალჰანოღლუ - კასტილიეხო (74. ლაქსალტი), იგუაინი, კუტრონე.
ატალანტა-იუვენტუსი 2:2
გოლები: 0:1 ჯიმშიტი (2-საკ. კარში), 1:1 დ. საპატა (24), 2:1 დ. საპატა (56), 2:2 რონალდო (78)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა (65. რონალდო), ბენტანკური, ემრე ჯანი - დიბალა, მანჯუკიჩი, დუგლას კოშტა (57. პიანიჩი).
გაძევება: ბენტანკური (53. იუვენტუსი)
ბოლონია-ლაციო 0:2
გოლები: 0:1 ლუიზ ფელიპე (30), 0:2 ლულიჩი (90)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - ლუიზ ფელიპე, აჩერბი, რადუ - ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი (74. ლუკაკუ), ლუის ალბერტო, მარუშიჩი, ლულიჩი - კორეა (67. პაროლო), კაისედო (61. იმობილე).
კალიარი-ჯენოა 1:0
გოლი: 1:0 ფარიასი (45+3)
ფიორენტინა-პარმა 0:1
გოლი: 0:1 ინგლეზე (45+2)
გაძევება: უგო (65. ფიორენტინა)
სამპდორია-კიევო 2:0
გოლები: 1:0 კვალიარელა (47), 2:0 რამირესი (59)
რომა-სასუოლო 3:1
გოლები: 1:0 პეროტი (8-პენ), 2:0 შიკი (23), 3:0 ძანიოლო (59), 3:1 ბაბაქარი (90)
რომა (4-2-3-1): ოლსენი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - კრისტანტე, ნზონზი - იუნდერი, ძანიოლო (64. პასტორე), პეროტი (68. კლუივერტი) - შიკი (76. ჯეკო).
ტორინო-ემპოლი 3:0
გოლები: 1:0 ნკულუ (44), 2:0 დე სილვესტრი (49), 3:0 ფალკე (75)
ინტერი-ნაპოლი 1:0
გოლი: 1:0 მარტინესი (90+2)
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა - ბორხა ვალერო (64. ვესინო), ბროზოვიჩი, ჟოაო მარიო (83. მარტინესი) - პოლიტანო, პერიშიჩი (74. კეიტა), იკარდი.
ნაპოლი (4-4-2): მერეტი - კალიეხონი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - რუისი (78. გულამი), ალანი, ჰამშიკი (24. მაქსიმოვიჩი), ზელინსკი - ინსინიე, მილიკი (70. მილიკი).
გაძევება: კულიბალი (81. ნაპოლი), ინსინიე (90+5. ნაპოლი)
სპალ-უდინეზე 0:0
ბომბარდირები: 13 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 12 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 11 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 10 - ჩირო იმობილე (ლაციო); 9 - ფრანჩესკო კაპუტო (ემპოლი), მაურო იკარდი (ინტერი), დუვან საპატა (ატალანტა); 8 - არკადიუშ მილიკი (ნაპოლი), მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი).
მომდევნო ტური
29 დეკემბერი: იუვენტუსი-სამპდორია, კიევო-ფროზინონე, ემპოლი-ინტერი, ჯენოა-ფიორენტინა, ლაციო-ტორინო, პარმა-რომა, სასუოლო-ატალანტა, უდინეზე-კალიარი, ნაპოლი-ბოლონია, მილანი-სპალ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"