იტალიურ პრესაში ყოველდღე წერენ, რომ "მილანის" მწვრთნელს ჯენარო გატუზოს სამუშაოდან დაითხოვენ. ამის შესახებ კომენტარი კლუბის დირექტორმა ლეონარდომ გააკეთა.
"გატუზოს მოხსნაზე არასოდეს არ გვიფიქრია.
"მილანი" წელს აჩქარდა. რადგან ყველაფერი ასე წარიმართა, მდგომარეობის გამოსწორებას ვცდილობთ.
კლუბის მფლობელები ყველაფრის საქმის კურსში არიან. ახლა მთავარი ერთიანობის შენარჩუნება და თანამშრომლობაა.
"მილანი" გატუზოს გადაყენებას არ გეგმავს და არავის არ დაკავშირებია", - განუცხადა ლეანდრომ Football Italia-ს.