"ნაპოლიმ" გაჭირვებით მოუგო "ბოლონიას" და "იუვენტუსს" 9 ქულით ჩამორჩება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 დეკემბერს, სერია A -ს მე-19 ტურში "ნაპოლიმ" "სან პაოლოზე" 3:2 სძლია "ბოლონიას".

ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ნეაპოლურ გუნდს.

"ბოლონიამ" პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტია, მაგრამ მეკარე მერეტა იდგა მოწოდების სიმაღლეზე. ანგარიში მილიკმა გახსნა, რომელსაც ბურთი მერტენსის ხელიდან მიუვიდა და სტუმრები დიდხანს აპროტესტებდნენ ამ მომენტს. მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ გოლი ჩათვალა. შემდეგ სანტანდერმა საპასუხო გოლი გაიტანა და გუნდები შესვენებაზე 1:1-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მილიკმა დუბლი შეასრულა, მე-80 წუთზე კი დანილომ თავურით დალაშქრა ნეაპოლელთა კარი. მაინც იძალა ანჩელოტის გუნდმა
- 86-ე წუთზე მერტენსმა მესამედ დაამწუხრა "ბოლონიას" გოლკიპერი სკორუპსკი და ამ მძიმე შეხვედრაში თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

"ნაპოლი" ლიდერ "იუვენტუსს" 9 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევარს, "ინტერს" კი 5 ქულით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული