"იუვენტუსი" 32 წლის მანჯუკიჩს კონტრაქტს გაუგრძელებს

AutoSharing Option
32 წლის ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი "იუვენტუსში" დარჩება.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, "იუვე" მანჯუკიჩს კონტრაქტს 2022 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებს.

მას "ბებერ ქალბატონთან" ხელშეკრულება 2020 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და ალბათ, ხელფასს მოუმატებენ.

დაიმსახურა კიდეც - ამ სეზონში სერია A-ს 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული