ანტონიო კასანო: ყველაფერი სწორად რომ მეკეთებინა, მესისნაირი გავხდებოდი

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და "რომას" ყოფილი თავდამსხმელი ანტონიო კასანო წუხს, რომ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა, - იტყობინება RMC Sport-ი.

36 წლის ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ შეეძლო "ბარსელონას" ვარსკვლავის, ლიონელ მესის დონისთვის მიეღწია.

"როგორც ტოტიმ თქვა, ჩემი პოტენციალის მხოლოდ 50 პროცენტი გამოვიყენე. ბევრი შეცდომა დავუშვი, ვარჯიში არ მინდოდა. ყველაფერი სწორად რომ მეკეთებინა, მესისნაირი გავხდებოდი. არგენტინელი ფეხბურთის ისტორიაში დარჩება", - თქვა კასანომ.

იტალიელმა კარიერის განმავლობაში "რომაში", მადრიდის "რეალში", "მილანში", "სამპდორიაში", მილანის "ინტერსა" და სხვა კლუბებში ითამაშა. საკუთარი ხასიათის გამო მან
ვერც ერთი კლუბის ძირითადში ვერ დაიმკვიდრა ადგილი.

იტალიის ნაკრების მაისურით კი კასანომ 39 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

ფორვარდმა კარიერა 2017 წელს დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
შეიძლება რააღაცაში მართალი ხარ, მაგრამ მესის ნაირი ვერ გახდებოდი, თუნდაც იმიტომ, რომ მესი სხვა განზომილებიდანაა და ამიტომაც გამოსდის ასეთი მაგარი თამაშები.
გია1
14:20 15-01-2019
6
ტოტი, მანსინი, კასანო! ამ ტრიომ იტალიაში ერთი სეზონი ამათ ვერავინ აჩერებდა, ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდნენ, არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინ სერია ა ყველას უჯოკრავდა, ნახევარფინალში ლიგაზე ერთ წელიწადს სამი იტალიური კლუბი იყო, მესის რა გითხრათ, მაგრამ კასანო მართლა უდიდესი ტალანტი ოყო, გუტის და იგუაინის გვერდზე ნაღდად არ დავაყენებდი, ბეეეეევრად მეტი იყო კასანო, მაგრამ......
3

სიახლეები პოპულარული