სუპერთასზე აგრესიულობისთვის ჯენარო გატუზო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
იტალიის სუპერთასზე "იუვენტუსთან" შეხვედრისას აგრესიულობისათვის "მილანის" მწვრთნელი ჯენარო გატუზო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

მან მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა და გარდა დისკვალიფიკაციისა 15 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

მას "ჯენოასთან" სერია A-ს 22-ე ტურის თამაშზე სათადარიგოთა სკამზე ყოფნის უფლება არა აქვს.

აგრეთვე დასჯილია როსონერის ექიმი მარიო ბროცი, რომელმაც არბიტრს შეურაცხყოფა მიაყენა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული