16 იანვარს, საუდის არაბეთში ჩატარებულ იტალიის სუპერთასზე "იუვენტუსმა" "მილანი" 1:0 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი რონალდომ თავურით პიანიჩის პასით გაიტანა. ეს "იუვეში" მოპოვებული მისი პირველი ტიტულია.
"იუვემ" სუპერთასი მერვედ მოიგო, ეს რეკორდია. "მილანს" ეს ტროფეი შვიდჯერ აქვს მოგებული, "ინტერს" კი ხუთჯერ.
აღსანიშნავია, რომ 73-ე წუთზე მსაჯმა როსონერის ნახევარმცველი კესიე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. არბიტრმა ჩანზე უხეშობისთვის მას ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ კი ყვითელი ბარათი წითელით შეუცვალა.
ჯიდა. "კინგ აბდულა"
იუვენტუსი - მილანი
გოლები: 1:0 რონალდო (61)
გაძევება: კესიე (73)
იუვენტუსი: შესნი, კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალეკს სანდრო, ბენტანკური (ბერნარდესკი 86) , პიანიჩი (ჩანი 65), მატიუიდი, დიბალა, რონალდო, კოსტა (ჰედირა 89)
მილანი: დონარუმა, კალაბრია, საპატა, რომანიოლი, როდრიგესი, პაკეტა (ბონუჩი 71), ბაკაიოკო, კესიე, კასტილეხო (იგუაინი 71), კუტრონე (კონტი 80) , ჩალჰანოღლუ