"ნაპოლიმ" "ლაციოს" სძლია და "იუვენტუსთან" ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა - დროებით?

AutoSharing Option
სერია A-ს მე-20 ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "ლაციოს".

ამ გამარჯვების შემდეგ "ნაპოლიმ" 47 ქულა დააგროვა და ლიდერ "იუვენტუსს" 6 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამე ადგილზე მყოფ "ინტერს" 7 ქულით უსწრებს.

დღეს "იუვენტუსი" აუტსაიდერ "კიევოს" მასპინძლობს და თუ დაამარცხა, "ნაპოლის" ისევ 9 ქულით გაექცევა.

ნეაპოლი. "სან პაოლო"
ნაპოლი - ლაციო 2:1
გოლები: 1:0 კალეხონი (31), 2:0 მილიკი (37), 2:1 იმობილე (65)
გაძევება: აჩერბი (70, ლაციო)

ნაპოლი: მერეტი, ალბიოლი, მარიუ რუი, მალიკიუი, მაკსიმოვიჩი, ზელინსკი, დიავარა (ვერდი 72), ფაბიან რუისი, კალეხონი (ჰიუსაი 88), მერტენსი (უნა
82), მილიკი

ლაციო: სტრაკოშა, აჩერბი, რადუ, ლუკაკუ (კორეა 46), ლუის ფელიპე (ბაშტუში 28), მილინკოვიჩ-სავიჩი (გაბარონი 73), ლულიჩი, ლუის ალბერტო, პაროლო, ლეივა, იმობილე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული