სერია A-ს მე-20 ტურში "იუვენტუსმა" აუტსაიდერ "კიევოს" უპრობლემოდ სძლია 3:0.
"იუვენტუსმა" 56 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ "ნაპოლის" კვლავ 9 ქულით უსწრებს.
ემრე ჩანმა გოლი 28 ზუსტი გადაცემის შემდეგ გაიტანა, ეს ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატის რეკორდია.
რონალდოს პენალტი მეკარე სორენტინომ აუღო - ეს ახალ განდში მისი გამოუყენებელი პირველი თერთმეტმეტრიანია. კრიშტიანომ კარიერაში 25-ე პენალტი ვერ გამოიყენა და ამ მაჩვენებლით "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის გაუთანაბრდა.
ტურინი. "ალიანს სტადიუმი"
იუვენტუსი - კიევო 3:0
გოლები: 1:0 დუგლას კოსტა (132), 2:0 ჩანი (45), 3:0 რუგანი (84)
გამოუყენებელი პენალტი: რონალდო (52)