იტალიის ჩემპიონატზე მწვრთნელმა მწვრთნელი თავურით ნოკაუტში გაგზავნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლუკეზეს" მწვრთნელი ჯანკარლო ფავარინი მეტოქე გუნდის მწვრთნელისთვის თავის დარტყმის გამო ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ინციდენტი "ალესანდრიასთან" სერია C-ს მატჩისას (2:2) მოხდა.

ფავარინს კამათი მოუვიდა "ალესანდრიას" მწვრთნელის თანაშემწესთან გაეტანო მანჩინოსთან და თქვენი მოწონებული თავურით ნოკაუტში გაგზავნა. ამას გარდა, ის თამაშისას თავის ფეხბურთელს მოუწოდებდა, მოწინააღმდეგისთვის ფეხი მოემტვრია.

ისე, არც მანჩინოა მთლად მამა აბრამის ბატკანი - პროვოკაციულად იქცეოდა, მეტოქეებს შეურაცხყოფას აყენებდა და ორმატჩიანი დისკვალიფიციაც მიიღო.

ფავარინი ამბობს, რომ მანჩინომ შეაფურთხა, საკარდისი მიიღო და სახე დამსახურებულად დაუსისხლიანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ტყუილად კი არ გვამსგავსებენ, იტალიელები და ქართველები ყველაფრით მაგრად გვანან ერთმანეთსო, მიდით მიდით არ დაზოგოთ ერთმანეთი იტალიელებო, აბა მარტო ჩვენ ხომ არ ვიქნებით?????!!!!!!
tbiliseli
09:31 30-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული