დებიუტიც ასეთი უნდა - კშიშტოფ პიონტეკი "მილანში" გადავიდა და დუბლით "ნაპოლი" თასიდან გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 იანვარს, იტალიის თასის 1/4-ფინალურ მატჩში "მილანმა" "ნაპოლის" 2:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

დუბლი ახლახან "ჯენოასგან" 35 მილიონ ევროდ შეძენილმა პოლონელმა თავდამსხმელმა კშიშტოფ პიონტეკმა შეასრულა.

სხვათა შორის, როსონერიში გადასვლისას მან 9-ნომრიანი მაისურა ითხოვა, მაგრამ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ უთხრა, რომ ამას დამსახურება უნდა.

ეს 9 ნომერი გუნდიდან ფილიპო ინძაგის წასვლის შემდეგ თითქოს დაწყევლილი იყო - მისი უკანასკნელი "მსხვერპლი" გონსალო იგუაინი გახდა, რომელიც "ჩელსიში" გადავიდა.

ვნახოთ, გახდება თუ არა პიონტეკი ახალი ინძაგი.

მილანი. "სან სირო"
მილანი - ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 პიონტეკი (10),
2:0 პიონტეკი (27)
მკითხველის კომენტარები / 5 /
პიონტეკი თუ პიატეკი?
Aleksa
30 იანვარი 2019 13:58
2
იკითხება როვირც პიონტეკი
Hmm
31 იანვარი 2019 02:23
0
აშკარად პიატეკი აწერია მაისურზე.
giorgi
30 იანვარი 2019 17:55
0
მილანმა მგონი იპოვა. თავისი თავდამსხმელი.ახლა ის, მედალზეც გაიქაჩება.
სოსო
30 იანვარი 2019 12:57
0
წინა თამაში სერია ა- ში იყო, პიატეკს რაც შეეხება კულიბალის ფასი გაანახევრა!
Chaachi
30 იანვარი 2019 09:20
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული