ჯენარო გატუზო: პიონტეკი მკვლელი-გოლეადორია!

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "ნაპოლისთან" (2:0) იტალიის თასის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"შესანიშნავად ვითამაშეთ ასეთი ბრწყინვალე გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "ნაპოლია". თავს კარგად ვიცავდით, ხოლო პაკეტას ოსტატობამ და კასტილეხოს სისწრაფემ გამარჯვებისთვის საფუძველი შექმნა.

პიონტეკმა მეორე გოლი არაფრისგან შექმნა, შეტევაში ის მკვლელი-გოლეადორია. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ მთელ გუნდს უნდა მივულოცოთ - ერთიანი ძალებით გავუძელით. შემდეგ კი პიონტეკმა მატჩის ბედი გადაწყვიტა", - თქვა გატუზომ.

altდებიუტიც ასეთი უნდა - კშიშტოფ პიონტეკი "მილანში" გადავიდა და დუბლით "ნაპოლი" თასიდან გამოაგდო [VIDEO]

მომზადებულია Rai Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული