30 იანვარს, იტალიის თასის 1/4 ფინალში "ატალანტამ" 3:0 დაამარცხა "იუვენტუსი" და ნახევარფინალში გავიდა.
დუბლი კოლუმბიელმა თავდამსხმელმა დუვან საპატამ შეასრულა, ერთი გოლი კი ბელგიელმა მცველმა ტიმოტი კასტანმა გაიტანა.
ნახევარფინალში "ატალანტა" იმ "ფიორენტინას" შეხვდება, რომელმაც "რომა" 7:1 გაანადგურა.
"იუვენტუსმა" იტალიის თასზე ბოლო 23 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი იწვნია.
ბერგამო. "ატლეტი აძური"
ატალანტა - იუვენტუსი 3:0
გოლები: 1:0 კასტანი (37), 2:0 საპატა (39), 3:0 საპატა (86)