ამის შესახებ სერია A-ს თავჯდომარემ, გაეტანო მიკიჩემ განაცხადა.
"ევროპის ყველა ჩემპიონატში, გერმანიის გარდა, 20 გუნდია. თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სხდომაზე ნება დაგვრთეს, გუნდების რაოდენობა 20-დან 18-მდე შევამციროთ.
ამ გადაწყვეტილების ყველა დადებით და უარყოფით მხარეს განვიხილავთ. კარგია, რომ ფედერაციამ ნება დართო ყველა ლიგას, მიიღოს გადაწყვეტილება გუნდების რაოდენობაზე", - ციტირებს მიკიჩეს Football Italia.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში სერია A-ს გამარჯვებული ტურინის "იუვენტუსი" ხდებოდა და მიმდინარე სეზონშიც ლიდერობს სატურნირო ცხრილს.