სერია A. XXIII ტურის წინ: ამბიცია გაქვს? მოიგე!

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" ზედიზედ 6 შეხვედრაში მოუგო "სასუოლოს". ვნახოთ, იქნება თუ არა მე-7 გამარჯვება. საამისოდ ყველა პირობა არსებობს. "იუვენტუსი", შესაძლოა, ვერ არის თვალისმომჭრელი და ალაგ-ალაგ ჩავარდნებიც აქვს, განსაკუთრებით, ბოლო კვირებში, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სერია A-ში მისი დარი გუნდი არ არის.

"იუვეს" მორიგი სკუდეტოს მოპოვების მშვენიერი შანსი აქვს. ის კი არა, ჯიბეშიც კი უდევს ტიტული. უბრალოდ, ყველაფერი ოფიციალურად უნდა გაფორმდეს. 3 ქულის მოპოვებაში ტურინელებს რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება, მაგრამ ეს გადაუჭრელი სირთულე არ უნდა იყოს.

"ნაპოლი"საგარეო ასპარეზზე მოსინჯავს ძალას "ფიორენტინასთან". მარეკ
ჰამშიკი ჩინეთში ვერ მიდის. როგორ ფორმაშიც უნდა იყოს გუნდის სლოვაკი ლიდერი და სიმბოლო, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა გუნდისთვის. "ფიორენტინამ" კარგად თამაში რომ იცის თავისი ახალგაზრდა და თამამი შემტევებით, მეტადრე საკუთარ მოედანზე, ეს ყველამ ვიცით.

"რომა" მიმდინარე სეზონში უაღრესად არასტაბილურია, მაგრამ თუ "ჯალოროსის" რამე ამბიცია აქვს, აუცილებლად უნდა მოუგონ "კიევოს". "მფრინავი ვირები" წლეულს ცუდად გამოიყურებიან და თუ სასწაული არ მოხდა, იტალიური ფეხბურთის ელიტას დატოვებენ.

"მილანი" ეთამაშება "კალიარის" და ამ წყვილში გამოკვეთილ ფავორიტადაც მოჩანს. კშიშტოფ პიონტეკმა და ლუკას პაკეტამ ჯენარო გატუზოს გუნდის თამაშს ახალი შტრიხები შემატეს. სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ "როსონერი" დღეს უკეთესია, ვიდრე გუშინ იყო.

ფაქტები
  • "კიევოსა" და "რომას" შორის ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ფიორენტინასა" და "ნაპოლის" შორის უკანასკნელ 3 დაპირისპირებაში ორივეს არ გაუტანია.
  • "პარმამ" ბოლო შეხვედრაში შეძლო "ინტერის" დამარცხება.
  • "ბოლონიასა" და "ჯენოას" შორის ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ატალანტა" 3-ჯერ შეხვდა სპალ-ს და ვერც ერთი თამაში ვერ მოუგო.
  • "სამპდორიასა" და "ფროზინონეს" შორის უკანასკნელ 3 დაპირისპირებაში ორივეს არ გაუტანია.
  • "იუვენტუსმა" ზედიზედ 6 შეხვედრაში დაჯაბნა "სასუოლო".
  • "მილანისა" და "კალიარის" შორის ბოლო 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

სერია A. XXIII ტური
ხუთშაბათი, 7 თებერვალი
ლაციო-ემპოლი 1:0
მჭედლიძე 90+1-დან ითამაშა

8 თებერვალი
კიევო-რომა 23:30

შაბათი, 9 თებერვალი
ფიორენტინა-ნაპოლი 21:00
პარმა-ინტერი 23:30

კვირა, 10 თებერვალი
ბოლონია-ჯენოა 15:30
ატალანტა-სპალ 18:00
სამპდორია-ფროზინონე 18:00
ტორინო-უდინეზე 18:00
სასუოლო-იუვენტუსი 21:00
მილანი-კალიარი 23:30

ბომბარდირები: 17 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 16 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 15 - დუვან საპატა (ატალანტა); 14 - კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი); 12 - არკადიუშ მილიკი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
სერია A
#
გუნდი
32
20
7
5
33
67
32
18
6
8
24
60
32
15
10
7
16
55
32
15
9
8
12
54
31
15
7
9
23
52
32
12
14
6
12
50
31
14
7
10
11
49
32
8
13
11
-5
37
32
9
10
13
-13
37
13
პარმა
32
9
8
15
-17
35
32
9
8
15
-17
35
32
8
10
14
-16
34
31
8
8
15
-14
32
32
7
10
15
-16
31
18
ემპოლი
31
7
7
17
-19
28
19
ფროზინონე
32
5
8
19
-33
23
32
1
11
20
-46
11