სერია A. XXIII ტური: "ქალბატონი" სტატუსს ამტკიცებს [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგი ტურის პირველ მატჩში "რომამ" შანსი არ დაუტოვა "კიევოს". სტეფან ელ შაარავიმ, ედინ ჯეკომ და ალექსანდრ კოლაროვმა უიმედო აუტსაიდერს შანსი არ დაუტოვეს.

"თავდაჯერება - ეს არის ის, რაც ბოლო დროს ხშირად გვაკლია და რაც ჭარბად გვქონდა დღეს. ეს შედეგზე აისახა. ჩვენს გუნდში აღარ არის ტრავმების ეპიდემია და ეს კარგად მოქმედებს ბიჭების განწყობაზე", - აღნიშნა რომაელთა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ.

ტური "ფიორენტინასა" და "ნაპოლის" შეხვედრით გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკვეთილ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, ამ შეხვედრაში გოლი საერთოდ არ გასულა.
კარიერის მატჩი ჩაატარა მასპინძელთა კარის დარაჯმა ალბან ლაფონმა. მან არაერთხელ აარიდა საფრთხე თავის გუნდს. მომენტები "ფიორენტინასაც" ჰქონდა, მაგრამ სამ ქულას "ნაპოლი" უფრო იმსახურებდა.

"როცა გაქვს ამდენი საგოლე მომენტი და მათ ვერ იყენებ, წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ეძებო. დამაგვირგვინებელ ფაზაში არაზუსტები ვიყავით და ამან თავისი ლოგიკური შედეგი გამოიღო", - თქვა ნეაპოლელთა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ.

"ინტერმა" გასვლაზე მინიმალური ანგარიშით მოუგო "პარმას". პარმელები კარგ ხასიათზე შეხვდნენ ამ თამაშს, რადგან წინა ტურში სტუმრად სასწაული თამაში შემოუტრიალეს "იუვენტუსს". მატჩის ბედი ბოლოს გადაწყდა. "ინტერი" დომინირებდა და მეტოქის კართან არაერთ საგოლე მომენტს ქმნიდა, მაგრამ გოლი არა და არ ჩანდა.

ლუჩანო სპალეტიმ თამაშში ლაუტარო მარტინესი ჩართო და არგენტინის ნაკრების შემტევს სულ რაღაც 2 წუთი დასჭირდა თავის გამოსაჩენად. ასე იყო თუ ისე, "ნერაძურიმ" მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

"ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ მაურო იკარდი ყველა თამაშში გოლს ვერ გაიტანს, იმის მიუხედავად, რომ ის დიდებული ფეხბურთელია. დღეს ვაჩვენეთ, რომ შეტევაში სხვა ვარიანტებიც გვაქვს. ჩვენ მიერ გაწეულმა დიდმა შრომამ შედეგი გამოიღო", - თქვა "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ.

"იუვენტუსმა" ისე ითამაშა, როგორც სკუდეტოს ნამდვილ ფავორიტს შეშვენის. "სასუოლოს" განადგურება სამი ხედირამ დაიწყო. ამის შემდეგ კრიშტიანო რონალდოს ჯერი დადგა.

პორტუგალიელმა მართლაც რომ დიდებულად ითამაშა - ჯერ თავად გაიტანა, მერე კი ემრე ჯანს გაატანინა. ფაქტია, ნებისმიერი კრიტერიუმით ამ დროისთვის "იუვე" იტალიაში პირველია და ეს ამ შეხვედრამაც ნათლად დაადასტურა.


სერია A. XXIII ტური
ლაციო-ემპოლი 1:0
გოლი: 1:0 კაისედო (42-პენ)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - ბასტოსი, აჩერბი, რადუ - რომულო, მილინკოვი-სავიჩი (58. კატალდი), ლუკას ლეივა, ბერიშა (77. ბადელი), ლულიჩი - კორეა, კაისედო (84. ნეტო).

კიევო-რომა 0:3
გოლები: 0:1 ელ შაარავი (9), 0:2 ჯეკო (18), 0:3 კოლაროვი (51)
რომა (4-3-3): მირანტე - კარსდორპი, ფასიო, მარკანო, კოლაროვი - კრისტანტე, ნზონზი, ძანიოლო (79. დე როსი) - შიკი (59. ფლორენცი), ელ შაარავი (85. კლუივერტი), ჯეკო.

ფიორენტინა-ნაპოლი 0:0
ნაპოლი (4-4-2): მერეტი - ჰისაი, მაქსიმოვიჩი, კულიბალი, მარიო რუი (5. გულამი) - კალიეხონი, ალანი, რუისი, ზელინსკი - ინსინიე (77. ვერდი), მერტენსი (62. მილიკი).

პარმა-ინტერი 0:1
გოლი: 0:1 მარტინესი (79)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა - ვესინო, ბროზოვიჩი - ჟოაო მარიო (77. მარტინესი), ნაინგოლანი (88. გალიარდინი), პერიშიჩი - იკარდი (90+3. სოარეში).

ბოლონია-ჯენოა 1:1
გოლები: 1:0 დესტრო (17), 1:1 ლერაგერი (33)

ატალანტა-სპალ 2:1
გოლები: 0:1 პეტანია (8), 1:1 ილიჩიჩი (57), 2:1 დ. საპატა (79)

სამპდორია-ფროზინონე 0:1
გოლი: 0:1 ჩოფანი (25)

ტორინო-უდინეზე 1:0
გოლი: 1:0 აინა (31)
გამოუყენებელი პენალტი: დე პაული (74. უდინეზე)
გაძევება: დე მაიო (90+8. უდინეზე)

სასუოლო-იუვენტუსი 0:3
გოლები: 0:1 ხედირა (23), 0:2 რონალდო (70), 0:3 ემრე ჯანი (86)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, რუგანი, კასერესი, ალექს სანდრო - ხედირა (66. ბენტანკური), პიანიჩი, მატუიდი (85. ემრე ჯანი) - ბერნარდესკი (83. დიბალა), რონალდო, მანჯუკიჩი.

მილანი-კალიარი 3:0
გოლები: 1:0 ჩეპიტელი (13-საკ. კარში), 2:0 პაკეტა (22), 3:0 პიონტეკი (62)
მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია (66. კონტი), მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი - კესი, ბაკაიოკო, პაკეტა - სუსო, ჩალჰანოღლუ (77. ბორინი), პიონტეკი (65. კუტრონე).

ბომბარდირები: 18 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 16 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), დუვან საპატა (ატალანტა); 15 - კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი); 12 - არკადიუშ მილიკი (ნაპოლი); 11 - ჩირო იმობილე (ლაციო), ფრანჩესკო კაპუტო (ემპოლი).

მომდევნო ტური
15 თებერვალი: იუვენტუსი-ფროზინონე
16 თებერვალი: კალიარი-პარმა, ატალანტა-მილანი
17 თებერვალი: სპალ-ფიორენტინა, ემპოლი-სასუოლო, ჯენოა-ლაციო, უდინეზე-კიევო, ინტერი-სამპდორია, ნაპოლი-ტორინო
18 თებერვალი: რომა-ბოლონია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული