"იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი თავდამსხმელ რონალდოს თამაშით აღფრთოვანებულია.
"მისი მოსვლის შემდეგ გუნდი უფრო მებრძოლი ხასიათისა გახდა. "იუვე" მუდამ მებრძოლი იყო, მაგრამ მან რაღაც ისეთი შესძინა, რამაც გუნდზე დიდი გავლენა მოახდინა. ფეხბურთელები უფრო თვითდაჯერებულნი გახდნენ.
კრიშტიანომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პორტუგალიელს კარგად ვიცნობდით, თუმცა აღფრთოვანებულნი ვართ მისი ადამიანური თვისებებით და ხასიათით. ის მეტია, ვიდრე მოთამაშე", - განუცხადა ნედვედმა "ტელეგრაფს".