"ლა გაზეტა დელო სპორტი" იუწყება, რომ თავდამსხმელ მაური იკარდის მეუღლე ვანდა ნარა ბოიკოტით იმუქრება. კერძოდ, თუ მის ქმარს კაპიტნის სამკლავურს არ დაუბრუნებენ, არ ითამაშებს.
თან, თურმე ვანდა მოითხოვს კლუბის ხელმძღვანელობამ სახალხოდ მოუხადოს მაუროს ბოდიში, რადგან ფეხბურთელი ღრმა განცდებშია.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნარა ვერ მოურიგდა ნერიაძურის ახალ კონტრაქტზე, რის შემდეგაც იკარდის კაპიტნობა ჩამოართვეს.
თავად იკარდი ტრავმას იმიზეზებს, არ ვარჯიშობს და კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.