"იუვენტუსი" ისეთ ფორმაშია, მისი დამწევი კი არა, ცოტათი შემწუხებელიც არავინ ჩანს. მით უმეტეს, "ნაპოლი" ძალიან არასტაბილურად თამაშობს. აურელიო დე ლაურენტისს მილიონები ენანება გუნდის გასაძლიერებლად. კარლო ანჩელოტიმ კი დაცვაში შედარებით დაალაგა თამაში, მაგრამ "ნაპოლის" გარჯა უფრო "მშრალი" გახადა.
ჩემპიონთა ლიგაში "ატლეტიკოსთან" განცდილი მარცხის შემდეგ "იუვე" რეაბილიტაციის სურვილით იწვის. "იუვენტუსი" სულ უგებს "ბოლონიას" და ალბათ, ამჯერადაც მოუგებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაში მასიმო ალეგრის გუნდი "ატლეტიკოსთან"
საჩემპიონო ინტრიგა თუ მკვდარია, დიდი ბრძოლა მიდის ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი ადგილებისთვის. "მილანს" ძალიან უნდა სწორედ ამ უპრესტიჟულეს ევროტურნირში დაბრუნება და თუ ბოლოდროინდელი სათამაშო დონე შეინარჩუნა, ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოჩანს ამ ბრძოლაში. "ემპოლისთან" შეხვედრა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა "როსონერის" წინააღმდეგ ლევან მჭედლიძე.
"რომას" ბოლო დროს სტაბილურობა აკლია, მაგრამ "ფროზინონესთან" შეხვედრაში პრობლემები, წესით, ნაკლებად უნდა ჰქონდეს. საქმე ისაა, რომ იტალიის ჩემპიონატების ისტორიაში ეს კლუბები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივე თამაშში გამარჯვება "გლადიატორებს" დარჩათ.
ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა გაიმართება "ფიორენტინასა" და "ინტერს" შორის. ორივე გუნდი ნადირობს ჩემპიონთა ლიგის საგზურზე. ყველამ კარგად იცის, რაც ხდება მაურო იკარდის თავს. ჩაგდებული სამედიცინო ტესტის შემდეგ, დიდი ალბათობით, მას მინდორზე ვერ ვიხილავთ. "ინტერი" კი ტრადიციულად არასტაბილური და, შესაბამისად, არაპროგნოზირებადია.
ფაქტები
"მილანსა" და "ემპოლის" შორის ბოლო 8 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
"ტორინოსა" და "ატალანტას" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.
"რომა" სამჯერ შეხვდა "ფროზინონეს" და სამივე დუელი მოუგო.
"იუვენტუსი" ბოლო 6 შეხვედრაში აღმოჩნდა "ბოლონიაზე" ძლიერი.
"ჯენოამ" ბოლო 2 შეხვედრაში დაამარცხა "კიევო".
"ნაპოლიმ" უკანასკნელ 2 დაპირისპირებაში სძლია "პარმას".
"ფიორენტინასა" და "ინტერის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
სერია A. XXV ტური
პარასკევი, 22 თებერვალი
მილანი-ემპოლი 23:30
შაბათი, 23 თებერვალი
ტორინო-ალატანტა 18:00
ფროზინონე-რომა 23:30
კვირა, 24 თებერვალი
სამპდორია-კალიარი 15:30
ბოლონია-იუვენტუსი 18:00
კიევო-ჯენოა 18:00
სასუოლო-სპალ 18:00
პარმა-ნაპოლი 21:00
ფიორენტინა-ინტერი 23:30
ლაციო-უდინეზე გადაიდო
ბომბარდირები: 19 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 17 - კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი); 16 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), დუვან საპატა (ატალანტა); 12 - არკადიუშ მილიკი (ნაპოლი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"