22 თებერვალს, სერია A-ს 25-ე ტურში "მილანმა" საკუთარ მოედანზე "ემპოლის" 3:0 მოუგო.
"მილანის" პოლონელმა თავდამსხმელმა კშიშტოფ პიონტეკმა ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
"ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე განაცხადში არ იყო.
"მილანმა" ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, 45 ქულით მე-4 ადგილზეა და 2 მარტს "სასუოლოს" უმასპინძლებს.
მილანი. "სან სირო"
მილანი - ემპოლი 3:0
გოლები: 1:0 პიონტეკი (49), 2:0 კესიე (51), 3:0 კასტილეხო (67)