ომი ნეაპოლში "იუვენტუსმა" მოიგო - ორი გაძევება, გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 მარტს, სერია A-ს 26-ე ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე "ნაპოლი" 2:1 დაამარცხა.

მსაჯმა უკვე 25-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა მასპინძელთა 21 წლის მეკარე მერეტი, რომელმაც რონალდო წააქცია და ანჩელოტიმ თავდამსხმელ მილიკის ნაცვლად შეცვლაზე გოლკიპერი ოსპინა შეუშვა. პიანიჩმა საჯარიმოდან გაიტანა გოლი, ხოლო შემდეგ ჩანმა მეორედ დაამწუხრა ოსპინა.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა პიანიჩს, ტურინელებს რიცხობრივი უპირატესობა აღარ ჰქონდათ და ნეაპოლურმა გუნდმა მატჩის გადარჩენა სცადა და ამასთან ძალიან ახლოს იყო: 61-ე წუთზე კალეხონმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. 84-ე წუთზე
კი ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე ალექს სანდროს მოხვდა, რეფერიმ ვიდეოგამეორების შემდეგ პენალტი დანიშნა, მაგრამ ინსინიემ ბურთი ძელს გაარტყა.

"იუვენტუსი" "ნაპოლის" უკვე 16 ქულით უსწრებს.

"ნაპოლი" საკუთარ მოედანზე 1 წლის განმავლობაში პირველად დამარცხდა.

"იუვენტუსს" სტუმრად აგერ უკვე 26 მატჩში არ განუცდია მარცხი და თავისი საკლუბო რეკორდი განაახლა.

ნეაპოლი. "სან პაოლო"
ნაპოლი - იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 პიანიჩი (28), 0:2 ჩანი (39), 1:2 კალეხონი (61)
გაძევება: მერეტი (25), პიანიჩი (47)
გამოუყენებელი პენალტი: ინსინიე (84)

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუმარჯოს იუვეს და რონალდოს
ზვიადი
09:33 04-03-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული