მასიმილიანო ალეგრი: "აიაქსთან" მატჩისთვის რონალდოს დაბრუნება რთული იქნება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კლუბის ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.

"კრიშტიანო დაბრუნებაზე მუშაობს. იმედი გვაქვს, რომ "აიაქსთან" მატჩამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს, მაგრამ ეს რთული იქნება.

დუგლას კოსტა კარგ მდგომარეობაშია და თამაშს შეძლებს. სამი ხედირამ გუშინ ივარჯიშა და "მილანის" წინააღმდეგ სათამაშოდ ისიც მზად იქნება.

კუადრადო დიდი ხანია ვარჯიშობს, საერთო ჯგუფში მისი დაბრუნება მხოლოდ დროის ამბავია. რაც შეეხება დიბალას, ჯერ არაფერია ცნობილი, მანჯუკიჩი კი გაციებულია.

პერინს მხარი აწუხებს, "კალიარისთან" მატჩს ის გამოტოვებს, თუმცა, დიდი ალბათობით, "აიაქსისთვის" მზად იქნება. სპინაცოლას მუხლის ტრავმა აქვს,
მისი იმედი ამ ეტაპზე ვერ გვექნება, ბარძალიმ კი ვარჯიშები განაახლა", - განაცხადა ტურინელთა თავკაცმა.

მომზადებულია "იუვენტუსის" "ტვიტერის" გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული