ლეო მესი - რონალდოს აქებს: ნეტავ, "რეალიდან" არ წასულიყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელს ლეო მესის ფორვარდ რონალდოს "რეალში" დარჩენა სურდა.

"კი იყო რთული, მაგრამ რონალდოს წინააღმდეგ თამაში სასიამოვნო გახლდათ.

როდესაც რონალდო "რეალში" იყო, მომწონდა ტურნირების მოგება. ნეტა, "რეალიდან" არ წასულიყო. კარგი იქქნებოდა, მადრიდში დარჩენილიყო.

"იუვენტუსის" მიმართ დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი. მაგარი ფეხბურთელები და ძლიერი გუნდი ჰყავთ, რომელიც რონალდომ კიდევ უფრო გააძლიერა.

"ატლეტიკოს" დამარცხების შემდეგ "იუვე" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია. იმედია, ჩვენც ფავორიტები ვართ.

ვინაა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? ნეიმარი, მბაპე, სუარესი, აზარი - ყოველი მათგანი შეიძლება იყოს საუკეთესო. თუმცა, მე ამ ჯგუფიდან რონალდოს
გამოვიყვანდი - ის ჩემთანაა", - განაცხადა მესიმ Club 947FM-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ატლეტიკოს სიმეონემ, არგენტინელმა რამდენიმე დღის წინ დაწერა რონალდუს მარტო შეუძლია ომის მოგება ხოლო მესი დამხმარეების გარეშე ამას ვერ შეძლებსო
ვეთანხმები
21:09 30-03-2019
7
ჩვენს ოჯახში ყოველთვის უყვარდათ ფეხბურთი, მერე უკვე ბარსას და მესის თამაში, რომ ვნახეთ აი აქ უკვე მაგრად "მოვიწამლეთ" ამის მერე ვართ ბარსას და დიდებული ფეხბურთელის და ადამიანის მესის ფანი. არ მესმის იმ ადამიანების რომლებიც ყველანაირად ცდილობენ დააკნინონ ეს ორი უდიდესი ფეხბურთელები, მაგრამ საინტერესო იცით რაა არის?ლეოც და კრიშტიანოც ესეთ უვიცებს თავიანთი ლამაზი თამაშებით სცემენ საკადრის პასუხს. ორივე მონსტრს ვუსურვებთ ასე გააგრძელონ ჩვენი გახარება.
გია1
16:21 30-03-2019
0

სიახლეები პოპულარული