"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, შესაძლოა, იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს.
პორტუგალიელი სპეციალისტი მოლაპარაკებებს მილანის "ინტერთან" აწარმოებს და, გარდა ამისა, კონტაქტი აქვს "რომას" ხელმძღვანელობასთან.
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, რომაელები მოურინიოს ტელეფონით ესაუბრნენ, თუმცა აღნიშნული მოლაპარაკებები ჯერ დაწყებით სტადიაზეა.
კიდევ ერთი იტალიური გამოცემის, Tuttomercatoweb-ის მტკიცებით, მოურინიო "ინტერში" ხელფასის წელიწადში 10 მილიონი ევროდან 8 მილიონ ევრომდე შემცირებას დათანხმდა. მის კანდიდატურას მხარს მილანური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი უჭერს.
ამასთან, "ინტერის" გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა ნომერ პირველ ვარიანტად ლონდონის "ჩელსისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცის,
ანტონიო კონტეს დანიშვნას განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ 2008-10 წლებში მოურინიო სწორედ "ინტერს" ხელმძღვანელობდა, სადაც ორჯერ სერია A და თითოჯერ იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ჟოზე მოურინიო პოგბაზე: მის აღმატებულებას სტადიონიდან "როლს-როისით" წასვლა სურდა
ჟოზე მოურინიო ბუნდესლიგაში მუშაობაზე: რატომაც არა? ვნახოთ
Footmercato: "ბაიერნი" სერიოზულად განიხილავს მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშვნას
ჟოზე მოურინიო "რეალზე" იხსენებს: ვერ ვიგებდი, როგორ შეიძლება ასეთ კლუბს "ლიონის" ეშინოდეს