სიცილიელმა ფეხბურთელმა თვითმფრინავით გატაცების სცენა გაითამაშა და კარიერა ასე დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სიცილიის სამოყვარულო ლიგის ერთ ჩვეულებრივ მატჩში, სადაც ერთმანეთს "ვიაგრანდე" და "ნებროდი" უპირისპირდებოდნენ, უცნაური რამ მოხდა.

55 წლის იგნასიო ბარბაგალომ კარიერის დასრულება უცნაური მეთოდით გადაწყვიტა. შეხვედრის მიმდინარეობისას მოედანზე შვეულმფრენი დაფრინდა, რომელშიც ფეხბურთელი "ძალით" ჩასვეს და "გაიტაცეს".

საბოლოოდ, სიცილიის ფეხბურთის ასოციაციამ ბარბაგალო 200 ევროთი და ორთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, თუმცა 55 წლის იტალიელი კარიერის გაგრძელებას ისედაც არ გეგმავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული