7 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში "ნაპოლი" სახლში "ჯენოას" დაუზავდა - 1:1.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა გუნდი 28-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა, კარლო ანჩელოტის შეგირდებმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.
"იუვენტუსი" "ნაპოლის" 20 ქულით უსწრებს და ჩემპიონობამდე 1 ქულა აშორებს.
ნეაპოლი. "სან პაოლო". 20 000 მაყურებელი
ნაპოლი - ჯენოა 1:1
გოლები: 1:0 მერტენსი (34), 1:1 ლაზოვიჩი (45+1)
გაძევება: სტურარო (28)
ნაპოლი: კარნეზისი, ჰიუსაი (უნა 87), მაკსიმოვიჩი, კულიბალი, გულიამი (მარიუ რუი 76), კალეხონი, ფაბიან რუისი, ალანი (ინსინიე 67), ზელინსკი, მერტენსი, მილიკი
ჯენოა: რადუ, პედრუ პერეირა,
ბირასკი, გიუნტერი, კრიშიტო, ლაზოვიჩი, სტურარო, ველოზუ (რადოვანოვიჩი 77), ბესა (პეცელა 82), პანდევი (როლონი 62), კუამე