20 აპრილს სერია A-ს 33-ე ტურში "მილანი" "პარმას" ესტუმრა, გუნდებს შორის შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში სამუ კასტილიეჰომ 69-ე წუთზე გახსნა, თუმცა მილანელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და ბრუნო ალვეშმა 87-ე წუთზე გაათანბრა.
ამ დროისთვის "მილანს" 56 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება, თუმცა წინ ინტერი-რომას მატჩია. რომაელები "მილანს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.