მარკო ტარდელი: ზოგიერთი რონალდოსთან წვალობს, დიბალა ერთ-ერთი მათგანია

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ყოფილმა ნახევარმცველმა მარკო ტარდელიმ თავდამსხმელ რონალდოს გუნდის თამაშზე ნეგატიურ ზეგავლენაზე ისაუბრა.

"რონალდომ ამ სეზონში ძალიან ბევრი ითამაშა. სწორედ ის განსაზღვრავს გუნდის სტილს. "აიაქსთან" კრიშტიანოს უკეთესად შეეძლო ეთამაშა.

ვფიქრობ, რონალდოს გამო მისი ზოგიერთი თანაგუნდელი ცუდად ასპარეზობს. წვალობენ. ერთ-ერთი მათგანი დიბალაა", - განაცხადა ტარდელიმ Rai Sport-ის ეთერში.

ცნობისათვის, დიბალამ გასულ სეზონში 33 მატჩში 22 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი 27 შეხვედრაში - მხოლოდ 5.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული