რონალდო "იუვენტუსს" ფელიშის ტრანსფერის გაჩარხვაში დაეხმარება

AutoSharing Option
A Bola-ს ცნობით, თავდამსხმელი რონალდო "იუვენტუსს" პორტუგალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ჟოაო ფელიშის ტრანსფერში დაეხმარება.

გამოცემის მტკიცებით, რონალდო "იუვეს" ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ ფელიშს დაელაპარაკება, რომელიც არასდროს მალავდა თავის საფეხბურთო კერპთან ერთად ერთ გუნდში თამაშის სურვილს და ამან შეიძლება შედეგი გამოიღოს კიდეც.

"ბენფიკა" თანახმაა, გაყიდოს ფელიში, ოღონდ საკმაოდ ძვირად აფასებს - 120 მილიონ ევროდ.

19 წლის ფელიშმა პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატის 21 მატჩში 11 გოლი გაიტანა, "აინტრახტთან" ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში კი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა თანხებს აბრახუნებენ ამ ევროპაში, 19 წლის ჩლახვია ჯერ რა დროს მაგის 120 მილიონია, მერე თავში აუვარდება და ბოლოს კარიერას დაასრულებს პორტუგალიის რომელიღაც დაბალ კლუბში!!!
blah
12:44 23-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული