როგორც Corriere Dello Sport-ი იტყობინება, ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში სჭირდება და ხელმძღვანელობას მათი შეძენა მოსთხოვა.
როგორც გამოცემა იტყობინება, რონალდოს სიაში "მადრიდის რეალის" ორი ფეხბურთელი - ისკო და ვარანი არიან.
ასევე, "ბენფიკადან" ჟოაო ფელიში, რომელსაც რონალდო თავის მემკვიდრედ მიიჩნევს. კიდევ, ფედერიკო კიეზა "ფიორენტინადან", ტანგი ნდომბელე "ლიონიდან" და კოსტას მანოლასი "რომადან".