იტალიის თასზე "მილანისა" და "ლაციოს" ნახევარფინალური მატჩის წინ სკანდალს ჰქონდა ადგილი.
რომაელთა ფანებმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს "როსონერის" ფეხბურთელებს - ტემუე ბაკაიოკოს და ფრანკ კესიეს.
ამას გარდა, "ლაციოს" ტიფოზების დაჯგუფება Irriducibili-მ ქალაქში ბანერი გამოფინა - "დიდება ბენიტო მუსოლინის" (ფაშისტ დიქტატორს) და ფაშისტური მისალმების დემონსტრირებას ახდენდნენ.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ დამნაშავეთა მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოიჩინონ.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ დამნაშავეთა მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოიჩინონ.