სერია A. XXXIV ტურის წინ: ეს ისეთი სასწაულია, რომელიც... არ მოხდება

AutoSharing Option
იტალიაში ჩემპიონი უკვე გარკვეულია. "იუვენტუსი" "სკუდეტოს" მფლობელის რანგში ეწვევა "ინტერს".

ტურინელებისთვის ამ შეხვედრას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ძალიან გვეეჭვება, მათ უბრძოლველად დათმონ შეხვედრა უაღრესად პრინციპულ მოწინააღმდეგესთან.

"ინტერისთვის" კი ამ შეხვედრას ოქროს ფასი აქვს. ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს. მოკლედ, დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. ეს იმ შემთხვევაში, თუ "იუვემ" ბოლომდე გამოიდო თავი.

"რომამ" საშინაო შეხვედრა უსათუოდ უნდა მოუგოს "კალიარის". კლაუდიო რანიერის გუნდს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. ეგაა, გუნდმა ბოლომდე უნდა ირწმუნოს საკუთარი ძალების
და მეტი ყურადღება გამოიჩინონ დაცვაში.

"ნაპოლის" ბოლო დროს გულშემატკივრები ძალიან შემოსწყრნენ. ტრიბუნებიდან ხშირად ისმის კარლო ანჩელოტის შეურაცხმყოფელი შეძახილები. "ფროზინონეს" კი სასწაული სჭირდება ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. ეს ისეთი სასწაულია, რომელიც, ალბათ, არავითარ შემთხვევაში არ მოხდება!

სეზონის მთავარი "აღმოჩენა" ბერგამოს "ატალანტა", რომელსაც ხუთშაბათს იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალი ჰქონდა, დიდი ენთუზიაზმით უტევს ჩემპიონთა ლიგის საგზურს.

"უდინეზეს" ჰყავს კარგი ფეხბურთელები, მაგრამ არ ჰყავს გუნდი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ანუ გუნდი, რომლის დამარცხებაც ბერგამოელებს არ შეეძლოთ.

დიდ ყურადღებას იქცევს "სამპდორიასა" და "ლაციოს" შეხვედრა. "ლაციალეს" ჯერ კიდევ აქვს ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლის შანსი. თან სიმონე ინძაგის გუნდი იტალიის თასის ფინალში გავიდა და კარგ ხასიათზე ხვდება თამაშს. თუ "სამპდორია" მოიგებს, ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის ვირტუალური შანსი მასაც გაუჩნდება.

აი, "ტორინოს" კი ამის რეალური შანსი აქვს და ამ შანსის გამოსაყენებისთვის "მილანის" დამარცხებას ეცდება. ფრე ამ შეხვედრაში არც ერთ გუნდს არ აწყობს. ეს კიდევ უფრო დამაინტრიგებელს ხდის ამ შეხვედრის აფიშას.

ფაქტები
  • "ემპოლიმ" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ბოლონიას".
  • "რომასა" და "კალიარის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • "იუვენტუსმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ინტერს".
  • "ნაპოლიმ" მიჯრით 4 თამაშში აჯობა "ფროზინონეს".
  • "ჯენოას" სერია A-ში არასოდეს დაუმარცხებია სპალ-ი.
  • "სამპდორიასა" და "ლაციოს" ბოლო 6 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ტორინომ" და "მილანმა" ბოლო 4 მატჩი ფრედ დაასრულეს.
  • "ატალანტამ" უკანასკნელი 2 თამაში მოუგო უდინეზეს".

სერია A. XXXIV ტური
შაბათი, 27 აპრილი
ბოლონია-ემპოლი 17:00
რომა-კალიარი 20:00
ინტერი-იუვენტუსი 22:30

კვირა, 28 აპრილი
ფროზინონე-ნაპოლი 14:30
კიევო-პარმა 17:00
სპალ-ჯენოა 17:00
სამპდორია-ლაციო 20:00
ტორინო-მილანი 22:30

ორშაბათი, 29 აპრილი
ატალანტა-უდინეზე 21:00
ფიორენტინა-სასუოლო 23:00

ბომბარდირები: 22 - კვალიარელა (სამპდორია); 21 - პიონტეკი (მილანი), დ. საპატა (ატალანტა); 19 - რონალდო (იუვენტუსი); 17 - მილიკი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული