იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ლუკა ტონიმ განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას მომავალში იტალიური კლუბის გაწვრთნა სურს.
"ერთხელ ის იტალიაში გაემგზავრება. მას უყვარს გამოწვევები. მან მითხრა, რომ სერია A-ში მწვრთნელის რანგში სურს დაბრუნება.
სად ვხედავ მას? "რომაში", რადგან ის მათთან თამაშობდა ან "იუვენტუსში" - იტალიის ნომერ პირველ კლუბში", - განაცხადა ტონიმ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით