"ინტერის" ტიფოზებმა "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო დასცინეს

AutoSharing Option
27 აპრილს, სერია A-ს 34-ე ტურში "ინტერისა" და "იუვენტუსის" მატჩი 1:1 დასრულდა. ტრიბუნებზე მასპინძელთა გუნდის გულშემატკირებმა მეტოქე გუნდს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო დასცინეს.

"ინტერის" ტიფოზებმა პერფომანსი მოაწყვეს "Game Over" (თამაში დასრულებულია) და "Oops... You Did It Again" (თქვენ ეს ისევ გააკეთეთ), ხელში კი მუყაოს ჩემპიონთა ლიგის თასი ეჭირათ, რომელზეც "აიაქსის" სარეცხი ფხვნილი იყო გამოსახული.

შეგახსენებთ, "იუვე" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან "აიაქსმა" გამოაგდო, ხოლო "ინტერი"  უკანასკნელი იტალიური გუნდია, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
იუვეზე მეტი ნამდვილად აქვს გაკეთებული! 3 ლიგა ბლიუვეს 2!!!
Lasha
14:39 29-04-2019
2
ეს ბებერი ქალბატონი ეს,))) forca inter!!!!
გგგგგ
14:19 29-04-2019
1

სიახლეები პოპულარული