ძალიან ცუდ მდგომარეობაშია "მილანი", ჩემპიონატზე ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, მე-7 ადგილზე დაქვეითდა და მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გუნდი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანა.
Sky Sport Italia-ს ცნობით, გატუზომ "ბოლონიასთან" თამაშამდე გუნდი კლუბის ბაზაზე გამოკეტა.
გადაწყვეტილება მან ნახევარმცველ ტემუე ბაკაიოკოს ვარჯიშზე დაგვიანების შემდეგ მიიღო და ეს ფეხბურთელებს როსონერის სპორტული დირექტორის, ლეონარდოს თანდასწრებით ამცნო.
ზოგიერთ ფეხბურთელს ეს არ ესიამოვნა და გააპროტესტა, მაგრამ გუნდის თავკაცმა მათ ყური არ უგდო.
"მილანისა" და "ბოლონიას" მატჩი 6 აპრილს "სან სიროზე" გაიმართება.