ტემუე ბაკაიოკო: "გატუზოს მხოლოდ ის ვუპასუხე, რაც მან მითხრა"

AutoSharing Option
"მილანის" ფრანგმა ნახევარმცველმა ტემუე ბაკაიოკომ საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ეხებოდა მის კონფლიქტს გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოსთან.

კონფლიქტი "ბოლონიასთან" გამართულ მატჩში მოხდა. გუშინვე გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ბაკაიოკო გატუზოს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

"რამდენიმე კვირაა მედია განუწყვეტლივ წერს ჩემზე, თუმცა აქამდე დუმილსა და მუშაობას ვარჩევდი. მაგრამ ის, რაც "ბოლონიასთან" მატჩში მომხდარ ინციდენტზე დაიწერა, დაუყოვნებლივ რეაქციას საჭიროებს. მიუღებელია ის, რომ ისეთ ფეხბურთელად წარმომადგენენ, რომელმაც მწვრთნელის მოთხოვნა არაფრად ჩააგდო, მოედანზე გასვლაზე თქვა უარი და საკუთარ კლუბსა და პარტნიორებს პატივს არ სცემს.

შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დავიწყე, მაგრამ 200%-ით მზად ვიყავი ბოლომდე დასახარჯად, თუნდაც 3 წუთით შევეშვი მოედანზე. როცა ლუკასმა ტრავმა მიიღო, მითხრეს, რომ მოედანზე შესასვლელად მოვმზადებულიყავი. სწორედ ასე მოვიქეცი. 2-3 წუთის განმავლობაში "ვხურდებოდი" და როცა მოედანზე შესასვლელად მზად ვიყავი, მითხრეს, რომ სათადარიგოთა სკამს დავბრუნებოდი. ეს 23-ე და 26-ე წუთებს შორის მოხდა.

როცა სკამს დავუბრუნდი, მწვრთნელი მომიბრუნდა, ისეთი სიტყვები მითხრა, რის მოსმენასაც არ ველოდი. მე მხოლოდ ის გავიმეორე, რაც გატუზომ თქვა. არაფერი ზედმეტი. ნათელი მოვფინოთ ყველაფერს: მე უარი "გახურებაზე" არ მითქვამს. ვიდეოში ყველაფერი შესანიშნავად ჩანს.

მე მხოლოდ საკუთარი პარტნიორების დახმარება მინდოდა და ამას ვაკეთებდი კლუბში ყოფნის პერიოდში. ჩემი პარტნიორების დახმარებას სეზონის ბოლომდე გავაგრძელებ. Forza Milan!" - ვკითხულობთ ფრანგი ნახევარმცველის მიერ გავრცელებულ ტექსტში.

ტემუე ბაკაიოკო "მილანს" "ჩელსიდან" ამ სეზონში იჯარის წესით შეუერთდა. მან სერია A-ში 28 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული