Sport Mediaset-ის ჟურნალისტმა ბრუნო ლონგიმ Top Calcio-ს ეთერში განაცხადა, რომ "იუვენტუსის" მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა გადადგეს და ამ ამბავს 9 მაისს გვაუწყებენ.
ლონგის მტკიცებით, ამის ძირითადი მიზეზი მწვრთნელისა და კლუბის ხელმძღვანელების სატრანსფერო საკითხებში აზრთა სხვადასხვაობაა.
ლონგის ცნობით, ალეგრის, სავარაუდოდ, ანტონიო კონტე შეცვლის.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალეგრი კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ გადააფიქრებინა.
ალეგრი "ბიანკონერის" 2014 წელს ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ხუთჯერ მოიგო სკუდეტო და ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.