უმოტივაციო "იუვენტუსი" "რომასთან" დამარცხდა - ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 მაისს, სერია A-ს 36-ე ტურში "რომამ" საკუთარ მოედანზე 2:0 მოუგო "იუვენტუსს".

"იუვენტუსს" უკვე მოპოვებული აქვს მორიგი სკუდეტო, ამ მატჩს მისთვის სატურნირო მნიშვნელობა არ გააჩნდა და დამარცხდა.

პირველ ტაიმში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, მასპინძლებს კი ანგარიშის გახსნის ერთადერთი შანსი ჰქონდათ - პელეგრინიმ ბურთი ხარიხას გაარტყა.

აღსანიშნავია, რომ "რომას" ბოლო 3 შეხვედრაში "იუვეს" კარი არ დაულაშქრავს, ამჯერად კი შესნი თამაშის დასასრულს ორჯერ დაამწუხრა.

"ბიანკონერიმ" ყველა ტურნირზე ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, რაც 2010 წლის შემდეგ მისი
ანტირეკორდია, ხოლო "რომამ" უკანასკნელ 6 შეხვედრაში 14 ქულა დააგროვა (ზედიზედ 10 თამაშში გააქვს გოლი) და მეოთხეადგილოსან "ინტერს", რომელიც 13 მაისს "კიევოს" მასპინძლობს, 1 ქულით ჩამორჩება.

რომი. "ოლიმპიკო". 50 825 მაყურებელი
რომა - იუვენტუსი 2:0
გოლები: 1:0 ფლორენცი (79), 2:0 ჯეკო (90+2)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული