"ლაციომ" "ატალანტას" სძლია და იტალიის თასი მოიგო

AutoSharing Option
15 მაისს, იტალიის თასის ფინალში "ლაციომ" 2:0 დაამარცხა "ატალანტა".

ბერგამოული გუნდი ამ სეზონში ჩინებულად ასპარეზობს, სერია A-ში მე-4 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლასთან ახლოსაა და იტალიის თასის ფინალის გასვლაზე თამაში მოუწია.

მასპინძლებმა მხოლოდ მატჩის დასასრულს მოახერხეს სტუმართა მედგარი წინააღმდეგობის დაძლევა და მეშვიდედ გახდნენ თასის მფლობელები.

რომი. "ოლიმპიკო"
ლაციო - ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (82), 2:0 კორეა (90)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული