გატუზოს გადაყენება გადაწყვეტილია - "მილანი" სარის სამწლიან კონტრაქტს და სრულ ძალაუფლებას სთავაზობს

AutoSharing Option
"მილანის" მწვრთნელად შეიძლება "ჩელსის" მენეჯერი მაურიციო სარი დანიშნონ.

Calciomercato-ს ცნობით, "მილანის" ხელმძღვანელობას ამჟამინდელი თავკაცის, ჯენარო გატუზოს გადაყენება გადაწყვეტილი აქვს, რომელიც გუნდს 2017 წლის შემოდგომიდან უდგას სათავეში.

გამოცემის მტკიცებით, სარის კანდიდატურა "როსონერის" მფლობელებს იდეალურად მიაჩნიათ. მას უკვე დაუკავშირდნენ და 3-წლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 3 მილიონი ევრო შესთავაზეს. ამას გარდა, 60 წლის სპეციალისტს დათანხმების შემთხვევაში ტრანსფერებზე სრული კონტროლი ექნება.

ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "მილანი" მეხუთე ადგილზეა და მეოთხე პოზიციაზე მყოფ "ატალანტას" 3 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული