ა, ტალანტი - "ატალანტა" მესამე ადგილზე გადავიდა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის რეალური შანსი აქვს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ჩემპიონი (იუვენტუსი) და ვერცხლისპრიზიორი (ნაპოლი)  კარგა ხანია გაირკვა, სერია A-ს ფინიში მეტად დაძაბულია. ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი 2 საგზურისთვის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს.

19 მაისს, ბოლოსწინა ტურში მეტად საინტერესო მატჩები ჩატარდა.

უმოტივაციო "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე ძლივს მიაღწია მანჯუკიჩის გოლით ფრეს "ატალანტასთან". ბერგამოული გუნდი საერთოდ ამ სეზონის აღმოჩენაა, მესამე ადგილზე გადავიდა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე აცხადებს პრეტენზიას. "ატალანტა" პირველი იტალიური გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 100 გოლი გაიტანა.

"ნაპოლიმ" სახლში 4:1 დაამარცხა "ინტერი". დუბლი ესპანელმა ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა
შეასრულა.

"მილანმა" სახლში 2:0 მოუგო "ფროსინონეს".

უკანასკნელი ტურის წინ მესამე პოზიციაზე 66 ქულით "ატალანტაა". ამდენივე ქულა აქვს "ინტერს", მაგრამ ბურთების უარესი შეფარდებით ჩამორჩება. 65 ქულით მეხუთე ადგილი "მილანს" უკავია, ხოლო 63 ქულით მეექვსეზე "რომაა".

ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - ატალანტა 1:1
გოლები: 0:1 ილიჩიჩი (33), 1:1 მანჯუკიჩი (80)
გაძევება: ბერნარდესკი (90+2)

ნეაპოლი. "სან პაოლო"
ნაპოლი - ინტერი 4:1
გოლები: 1:0 ზელინსკი (16), 2:0 მერტენსი (61), 3:0 ფაბიან რუისი (71), 4:0 ფაბიან რუისი (78), 4:1 იკარდი (81, პენ)

მილანი. "სან სირო". 61 765 მაყურებელი
მილანი - ფროსინონე 2:0
გოლები: 1:0 პიონტეკი (57), 2:0 სუსო 66)
გამოუყენებელი პენალტი: გიანო (50, ფროსინონე)

26 მაისს, უკანასკნელ ტურში ერთმანეთს ხვდებიან:

ატალანტა - სასუოლო
ინტერი - ემპოლი
სპალი - მილანი
რომა - პარმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული