ტიმ კეჰილი: "ოქროს ბურთის" მთავარი პრეტენდენტი კრიშტიანო რონალდო არის

AutoSharing Option
ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი და "ევერტონის" ყოფილი ფეხბურთელი ტიმ კეჰილი მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტად "ოქროს ბურთს" კრიშტიანო რონალდო იმსახურებს. ავსტრალიელს თავისი არგუმენტები აქვს, თუ რატომ თვლის ასე.

"კრიშტიანოს დასახელების მიზეზი მისი "იუვენტუსში" თამაშია. რა თქმა უნდა, ვიცი ბევრი არ დამეთანხმება. ის წავიდა "რეალიდან" და სხვა ლიგაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. არ მინახავს ფეხბურთელი, რომელსაც ამის გაკეთება ამდენი წლის განმავლობაში შეეძლო "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მადრიდის "რეალში". ვიცი, რომ რონალდოს ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია, თუმცა მას უდიდესი წვლილი შეაქვს თავისი ყველა
გუნდის წარმატებაში.

მესმის, ძალიან ბევრი ადამიანი არ დამეთანხმება, თუმცა მე ვაფასებ მის პროფესიონალიზმს" - ციტირებს კეჰილს Goal.com-ი.

წლევანდელ სეზონში კრიშტიანო რონალდომ იტალიის სერია "ა"-ში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. ხოლო ტიმ კეჰილმა წლევანდელ სეზონში კარიერა დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რონალდოს ფან ჟურნალისტს გადაეცით, 11 არა 8 საგოლე გადაცემა აქვს რონალდოს))
Tbiliseli
23 მაისი 2019 13:55
2
მესის, მესის, ,მესის.
goCa
23 მაისი 2019 13:46
5
უდავოდ რონალდო ერთ-ერთი საუკეთესოა და ამას ყველა სეზონში ამტკიცებს ს რონიზე მეტად მესი იმსახურებს ამ ჯილდოს, თუ ისევ მოდრიჩს არ აჩუქსს :DD
T.k
23 მაისი 2019 13:45
1
ოქროს ბურთს იმსახურებს ლუკა მოდრიჩი, ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, არ დაუკარგოთ ამაგი.
?????????
23 მაისი 2019 13:44
3
უდავოდ ოქროს ბურთი მესის!!!!!!!!!!!!!!!!
vova
23 მაისი 2019 13:42
1
უდავოდ რონალდო ერთ-ერთი საუკეთესოა და ამას ყველა სეზონში ამტკიცებს ს რონიზე მეტად მესი იმსახურებს ამ ჯილდოს, თუ ისევ მოდრიჩს არ აჩუქსს :DD
T.k
23 მაისი 2019 13:24
2
უდავოდ რონალდო ერთ-ერთი საუკეთესოა და ამას ყველა სეზონში ამტკიცებს ს რონიზე მეტად მესი იმსახურებს ამ ჯილდოს, თუ ისევ მოდრიჩს არ აჩუქსს :DD
T.k
23 მაისი 2019 13:19
2
ტიმ ჰეკილი ვერაა კარგად. ოქროს ბურთი არა, კვახი კი ნამდვილად ეკუთვნის როლანდოს.
????
23 მაისი 2019 13:07
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული