რონალდო "სამპდორიასთან" არ ითამაშებს - ბოლო 10 წელიწადში ყველაზე ნაკლები გოლი გაიტანა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო სერია A-ს უკანასკნელ ტურში "სამპდორიასთან" არ ითამაშებს.

გუნდის მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანოს დასვენების უფლება მისცა, რათა პორტუგალიის ნაკრებში ერთა ლიგის მატჩებისთვის უკეთ მოემზადოს.

ასე და ამგვარად, რონალდომ სეზონი იტალიის ჩემპიონატის 31 შეხვედრაში 21 გატანილი გოლით დაასრულა.

ეს 2008/2009 წლების სეზონის შემდეგ მისი ყველაზე უარესი მაჩვენებელია - მაშინ "მანჩესტერში" 33 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მშვენიერი შეფარდებაა! 31 / 21 ...ჯერ ასაკი, და მერე ისედაც. თან საგოლე პასები ქონდა ბლომად ;)
Biankoberi
18:41 25-05-2019
0
"საწყალი"...31 შეხვედრაში 21 გატანილი გოლი...:)))))
საბა
21:32 25-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული