26 მაისს, სერია A-ს უკანასკნელ ტურში "სამპდორიამ" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა უმოტივაციო "იუვენტუსი", რომლის რიგებშიც არ უასპარეზია თავდამსხმელ რონალდოს.
"ოქროს ბუცის" მოსაგებად მასპინძელთა 36 წლის თავდამსხმელ ფაბიო კვალიარელას 11 გოლის გატანა სჭირდებოდა, რაც რა თქმა უნდა, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა - 11 კი არა, ვერც ერთი ვერ გაიტანა, 78-ე წუთზე შეცვალეს და ამის შემდეგ დალაშქრეს გენუელებმა "იუვეს" კარი.
მოკლედ, "ოქროს ბუცი" "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ ოფიციალურად მეექვსედ მოიგო.
უკანასკნელად უხელმძღვანელა "იუვენტუსს" მასიმილიანო ალეგრიმ. ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის მას და თვითონ სად გააგრძელებს მუშაობას.