მასიმილიანო ალეგრი: ისეთ გუნდს გიტოვებთ, მომავალ წელსაც ჩემპიონი რომ გახდება

AutoSharing Option
მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით, "იუვენტუსმა" ბოლო მატჩი ჩაატარა - იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "სამპდორიასთან" 0:2 წააგო, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

"გამარჯვებულ გუნდს ვტოვებ, რომელიც მომავალ სეზონში 100%-ით თუ არა, 80%-ით გახდება ჩემპიონი. არაფერზე ვდარდობ. მინდა მადლობა გადავუხდო იმათ, ვინც ჩემთან ერთად აშენებდა ამ შესანიშნავ გუნდს, დაწყებული გაზონის მომვლელიდან და დამთავრებული კლუბის ხელმძღვანელობით.

კლუბის ხელმძღვანელობა მუდამ ხელს მიწყობდა", - ციტირებს ალეგრის "ტუტოსპორტი".

ალეგრის თავკაცობით "იუვემ" 5 წელიწადში ხუთჯერ მოიგო სკუდეტო, ოთხჯერ იტალიის თასი და ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
და შენ როგორი გუნდი დაგიტოვეს, ჩემპიონი არ ხდებოდა შენამდე? ეს კონტეს გაკეთებული გუნდია.
Goga
10:48 28-05-2019
1
გახდება, არა ვირის აბანო.
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული